понедельник, 17 февраля 2014 г.
კარადებში წიგნების მოთავსება...
პროექტის ყველაზე ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი წიგნების ანბანურად და თემატურად დახარისხება და კარადებში მოთავსება აღმოჩნდა.ფოტოებზე პროექტში მონაწილე ყველაზე აქტიური მოსწავლები არიან მუშაობის პროცესში.
| დალი ბერკაცაშვილი |
| ნათია ხიზანიშვილი |
| თიკო ქებაძე |
| ბიბლიოთეკარი რუსუდან კერესელიძე,ნანა ბერკაცაშვილი |
| საქმე მიყვანილი ბილოსკენ... |
| სამოქალაქო განათლების ბიბლიოთეკა |
| ცირა ჯამბაზიშვილი |
среда, 29 января 2014 г.
კვლევა
მოსწავლეების მიერ ჩატარდა კვლევა თემში არსებულ პრობლემებზე.გამოიკითხა ასამდე ოჯახი და დამუშავდა კვლევის შედეგები.დასახელებული 11 პრობლემიდან უფრო აქტუალური პრობლემების რეიტინგი წარმოდგენილია დიაგრამაზე.
понедельник, 20 января 2014 г.
უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა ...
16 იანვარს ბიბლიოთეკაში შეიკრიბნენ მე-9 კლასის მოსწავლეები.შეხვედრა დაგეგმა და განახორციელა ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელმა თეონა დავითიძემ.შეხვედრა დაიწყო საერთაშორისო კვლევის შედეგების გაცნობით,რომელიც მოსწავლეებში კითხვის უნარებს ეხებოდა.შედეგები საკმაოდ სავალალო და მოულოდნელი აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის.ამავე დროს საქართველო ერთ-ერთ პირველ ადგილზეა საოჯახო ბიბლიოთეკებით.მასწავლებელმა მოსწავლეებს სთხოვა ბარათებზე დაეწერათ პასუხი ორ კითხვაზე: 1-რა გვიშლის ხელს წიგნის წაკითხვაში? 2-როდის წავიკითხე წიგნი ჩემი ინიციატივით? ხელისშემშლელ მიზეზებს შორის დასახელდა კომპიუტერი,სიზარმაცე და დროის არქონა.
დისკუსია გაიმართა პრობლემების შესახებ და მოსწავლეებმა გამოთქვეს მოსაზრებები პრობლემის მოსაგვარებლად.
მასწავლებელმა მოიყვანა არაერთი მაგალითი და ციტატა,რაც წიგნის მნიშვნელობას გაზრებინებდა ბავშვებს.
вторник, 14 января 2014 г.
12 იანვარს სკოლის ბიბლიოთეკაში შედგა ინტერაქტიური შეხვედრა წიგნიერებასთან დაკავშირებით.მას უძღვებოდა სკოლის ქართული ენის და ლიტერატურის პედაგოგი თამარ ქებაძე.მასწავლებელმა ბავშვებს წარმოუდგინა პრეზენტაცია,ისაუბრა საქართველოში წიგნის ისტორიაზე და პირველ ქართულ ნაბეჭდ გამოცემებზე.მოსწავლეებს ესაუბრა წიგნის მნიშვნელობაზე და მოსწავლეებმა იმსჯელეს წიგნიერების დაბალი დონის გამომწვევ მიზეზებზე.
6 იანვარს პროექტის ფარგლებში გაიმართა დისკუსია ,,წიგნი თუ კომპიუტერი"? რომელშიც უფროსკლასელებმა მიიღეს მონაწილეობა. მონაწილეებმა ჩამოაყალიბეს საკუთარი პოზიციები,იმსჯელეს წიგნის მნიშვნელობაზე და კომპიუტერის უპირატესობებზე.აღნიშნული აქტივობა მნიშვნელოვანი იყო იმით,რომ მომზადებისას ითანამშრომლეს ერთმანეთთან, თემის ირგვლივ მოიძიეს ინფორმაცია და ასევე გარკვეული გამოცდილება მიიღეს დებატის დამოუკიდებლად მომზადებაში.
Подписаться на:
Сообщения (Atom)