16 იანვარს ბიბლიოთეკაში შეიკრიბნენ მე-9 კლასის მოსწავლეები.შეხვედრა დაგეგმა და განახორციელა ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელმა თეონა დავითიძემ.შეხვედრა დაიწყო საერთაშორისო კვლევის შედეგების გაცნობით,რომელიც მოსწავლეებში კითხვის უნარებს ეხებოდა.შედეგები საკმაოდ სავალალო და მოულოდნელი აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის.ამავე დროს საქართველო ერთ-ერთ პირველ ადგილზეა საოჯახო ბიბლიოთეკებით.მასწავლებელმა მოსწავლეებს სთხოვა ბარათებზე დაეწერათ პასუხი ორ კითხვაზე: 1-რა გვიშლის ხელს წიგნის წაკითხვაში? 2-როდის წავიკითხე წიგნი ჩემი ინიციატივით? ხელისშემშლელ მიზეზებს შორის დასახელდა კომპიუტერი,სიზარმაცე და დროის არქონა.
დისკუსია გაიმართა პრობლემების შესახებ და მოსწავლეებმა გამოთქვეს მოსაზრებები პრობლემის მოსაგვარებლად.
მასწავლებელმა მოიყვანა არაერთი მაგალითი და ციტატა,რაც წიგნის მნიშვნელობას გაზრებინებდა ბავშვებს.
Комментариев нет:
Отправить комментарий