7 ნოემბრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სსიპ სოფელ ვარიანის საჯარო სკოლაში ხორციელდება სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტი ,,წიგნი-საუკეთესო მეგობარი".
საგრანტო თემა: სკოლის თუ თემის პრობლემების მოგვარება სკოლის ადმინისტრაციასთან,ადგილობრივ ხელისუფლებასთან თუ სხვა მხარეებთან თანამშრომლობით.
- პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოება ,,ბილიკი".
![]() |
პროექტის ხელმძღვანელი:
ანა ზუბაშვილი,სამოქალაქო

პროექტის მიზანია სკოლის ბიბლიოთეკის მოწესრიგება და მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება.
კლუბის ლიდერი;

პროექტის მიზანია სკოლის ბიბლიოთეკის მოწესრიგება და მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება.
-
სამოქალაქო კლუბის წევრების მიერ ჩატარდა სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეების გამოკითხვა სკოლის პრობლემების შესახებ.ერთ-ერთ პრობლემად დასახელებული იყო სკოლის ბიბლიოთეკის მოუწესრიგებლობა.პრობლემის გადაჭრის შემდეგ ბიბლიოთეკაში მოწესრიგდება წიგნებით სარგებლობა,შეიქმნება სამუშაო გარემო ეს თავის მხრივ ხელს შეუწყობს მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებას. ასევე ბიბლიოთეკაში ჩატარდება სამოქალაქო კლუბის სამუშაო შეხვედრები.
- ვარიანის საჯარო სკოლაში არის გარემონტებული ბიბლიოთეკა საკმაოდ მდიდარი წიგნების ფონდით.მას შემდეგ,რაც სკოლის ბიბლიოთეკას გადაეცა სასოფლო ბიბლიოთეკის წიგნები,ბიბლიოთეკით ნორმალურად სარგებლობა შეუძლებელი გახდა.პირდაპირ იატაკზეა მოთავსებული 5000-ზე მეტი წიგნი,მათ შორის სასკოლო სახელმძღვანელოები.თუ პროექტის ფარგლებში მოხდება კარადების შეძენა პრობლემა მოგვარდება.მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ სასკოლო საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობაში,დაიგეგმება ღონისძიებები.მოეწყობა სამუშაო გარემო სამოქალაქო კლუბისათვის.ერთი თარო დაეთმობა ლიტერატურას სამოქალაქო განათლებაზე.
პროექტის ფარგლებში ჩატარდება
შემდეგი ღონისძიებები:
1.მოხდება დაზიანებული წიგნების რესტავრაცია
და დახარისხება.
2.მოეწყობა დისკუსია თემაზე ,,წიგნი
თუ კომპიუტერი?“
3.შეიქმნება მკითხველთა კლუბი
4.მშობლიური ენის და ლიტერატურის მასწავლებლები მოაწყობენ
მოსწავლეებთან ინტერაქტიულ შეხვედრას წიგნიერებასთან დაკავშირებით.
5.შეიქმნება ბლოგი,რომელზეც განთავსდება პროექტის განხორციელების
ყველა საფეხურის ამსახველი მასალები.


Комментариев нет:
Отправить комментарий