პროექტის დაწყებიდან დღემდე პროექტში მონაწილე მოსწავლეების მიერ მოხდა წიგნების გასუფთავება,შეძლებისდაგვარად აღდგენა-რესტავრაცია სკოლის ბიბლიოთეკართან ერთად.წიგნები ბიბლიოთეკის ერთ კუთხეშია მოთავსებული და ელის კარადებში განთავსებას.
წიგნების მოწესრიგებაში აქტიურად მონაწილეობდნენ და საქმიანობას კოორდინაციას უწევდნენ სარესტავრაციო ჯგუფის წევრები: დალი ბერკაცაშვილი,ვახტანგ
ჯირკველიშვილი, იოსებ კოკაური,ნათია ხიზანიშვილი,ცირა ადუაშვილი,ვალერი კოკაური და თამარ საათაშვილი.

16 დეკემბერს პროექტის ფარგლებში შეიქმნა მკითხველთა კლუბი,დაიგეგმა პირველი აქტივობა: მოსწავლეები საკუთარი სურვილით შეარჩევენ ერთი რომელიმე ავტორის პოეტურ ნაწარმოებებს და მოაწყობენ მხატვრული კითხვის ღონისძიებას,ამავე დროს თითოეული მოსწავლე მოკლედ წარადგენს პოეტის ბიოგრაფიასაც.პირველი აქტივობის წარმართვაში მოსწავლეებს დაეხმარება ქართული ენის და ლიტერატურის პედაგოგი.

Комментариев нет:
Отправить комментарий